Загрузка...
გენრი დოლიძე - თურმე შავ ზღვას წუხელის / genri dolidze - turme shav zghvas tscukhelis - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - თურმე შავ ზღვას წუხელის / genri dolidze - turme shav zghvas tscukhelis


10:11 PM
გენრი დოლიძე - თურმე შავ ზღვას წუხელის / genri dolidze - turme shav zghvas tscukhelis
თურმე შავ ზღვას წუხელის აუდუღდა მელანი,
ლურჯად სვრიდა მოქცევა თითებს სანაპიროთა.
სულ სხვა ტალღამ წამართვა თიკონი და ლელანი...
ბათუმური ამინდიც სხვის სიმღერას ტიროდა...
სიჩუმეში ვიგრძენი სილამაზე შენფერი,
საათს მწვანე თვალები აუცრემლდა კედელზე
დროის თამაშს ვთამაშობ, ისე როგორც შეჰფერის
ყველა გულით პოეტს და ყველა სიტყვით მეთევზეს...
ლექსი? ლექსი ფურცელზე მოქნეული ბადეა,
თევზი - სტროფის ბადეში მოფართხალე ბწკარები...
ზღვამ საყვარლის ნაპირთან სამი ღამე ათია
ახლა ისე ღელავს რომ ვერც კი მიეკარები...
გულის გულთან საუბარს არ სჭირდება ფრაზები,
მოდი, ზღვაში ხურდები მოვისროლოთ ნატვრებად,
თუ ძახილის ნიშნებით კვლავ შემომებრაზები,
ძველებურად დავლევ და თვითონ ღვინო დათვრება...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1069 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, გენრი დოლიძე, გენრი პალუა, genri dolidzis leqsebi, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის ლექსები, გენრი დოლიძის პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0