Загрузка...
გენრი დოლიძე - აპრილი / genri dolidze - aprili - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - აპრილი / genri dolidze - aprili


10:15 PM
გენრი დოლიძე - აპრილი / genri dolidze - aprili
(ეძღვნება შორენა სიხარულიძეს)

თუ უშენობას გავყოფთ ორზე, მივიღებთ აპრილს,
უნდა ამ აპრილს გაზაფხულის ცრემლად დამღვაროს,
უკვირს სამყაროს,როცა სადმე პოეტი აფრენს,
და პოეტს უკვირს,რატომ უკვირს ასე სამყაროს…
შენ კი ბოჰემურ ხასიათით სულ არ კვირდები,
შენი ფიქრები პოეტური ჯვარცმით ევნება,
და როცა აპრილს მოყინული სტკივა კვირტები
შენ შეგიძლია,ეს ტკივილი თარგმნო ცრემლებად.
შემდეგ ეს ცრემლი უზიარო ცას და ამინდებს,
დრო როცა ქარის ლიტანიას თავზე დაათევს,
მახსოვს ტაძართან აპრილი რომ სანთლად ამინთე,
და ასხივებდა ყვავილობის დღე ოცდაათი.
თუ უშენობას გავყოფთ სამზე,მივიღებთ აპრილს,
მივიღებთ მაისს,ივნისს,ივლისს და იცი მერე…
შეშლილ სამყაროს ჰგონია,რომ პოეტი აფრენს,
როცა უბრალოდ პოეტები აპრილზე წერენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1416 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, გენრი დოლიძე, გენრი პალუა, genri dolidzis leqsebi, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის ლექსები, გენრი დოლიძის პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0