Загрузка...
გენრი დოლიძე - ათას ცხრაას ოთხმოცდა / genri dolidze - atas ckhraas otkhmocda - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - ათას ცხრაას ოთხმოცდა / genri dolidze - atas ckhraas otkhmocda


10:17 PM
გენრი დოლიძე - ათას ცხრაას ოთხმოცდა / genri dolidze - atas ckhraas otkhmocda
(ეძღვნება პურის რიგში ბავშვობადაკარგულ 80-იანების და 90-იანების თაობას)

დაბადების თარიღი - ათას ხცრაას ოთხმოც და...
დაბადების ადგილი - დასანგრევი ქვეყანა.
ყველას თავის ანგარიშს ისტორია მოთხოვს და
გული არ გამიძლებდა ცოტა რომ დაგვეხანა.
ვთამაშობდით ქვიშაში და ბავშვობა წაგვგლიჯეს,
(ეგებ ვინმე თუ არა ქარი მაინც მომიტანს)...
ვიჯექით და ვუთვლიდით საქართველოს ნაბიჯებს.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს - გაქცეულს აფხაზეთის ომიდან.
ისტორია თავისას თავისთავად აგვარებს,
ბავშვი - ყველა ბავშვია - ქართველიც და აფხაზიც...
რადგან მეც ხომ სხვასავით საქართველოს მაგვარად
ქვეშმიწერით გამყვეს და განაყოფთან გამხაზეს.
ყველა, ვინც კი გულმკერდის ძმათა სასაფლაოზე
ვაგნებთ გულის საფლავს და არ მივიჩნევთ თავს ობლად -
ვდგავართ პურის რიგში და ვიცით თითო დაოსილს
გვიწევს თითო პური და ასი გრამი ბავშვობა...
ო, რა გემრიელი და ცრემლიერი ძღვენია,
ცრემლში ცურავს ტივი და იმედია მეტივე...
დახეული ოცნებით დავდივარ და მრცხვენია,
რადგან ჩემს სამშობლოზე სამშობლოთი მეტი ვარ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1808 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, გენრი დოლიძე, გენრი პალუა, genri dolidzis leqsebi, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის ლექსები, გენრი დოლიძის პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0