Загрузка...
როინ აბუსელიძე (როი) - ჰამაკი / roin abuselidze (roi) - hamaki - 14 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 14 » როინ აბუსელიძე (როი) - ჰამაკი / roin abuselidze (roi) - hamaki


2:46 AM
როინ აბუსელიძე (როი) - ჰამაკი / roin abuselidze (roi) - hamaki
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა...
ამინდზე მეტად ტირიხარ
როცა ამინდი ტირის,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა,
ორივე ასე ვხედავთ,
ამ ორ ერთნაირ ტირიფს.
რაღა თქმა უნდა მარტივად,
რაღა თქმა უნდა ირიბად,
რაღა თქმა უნდა ხვდები რომ
ცა თავზე დაგვხარხარის,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა
და ყოველ ღამით როცა
ამოვარდება ქარი,
ვუცქერთ დაბზარულ ფანჯრიდან,
გამთენიას და ერთმანეთს,
ვუცქერთ და ასე ლოდინით,
საათი საათს მისდევს,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა
და მამლის დაყივლებამდე
არ გვაგონდება ქრისტე...
მერე შენ უფრო დარდობ და
მერე შენ უფრო ტირიხარ,
ეს სიტყვები კი ბზარად
ჩნდება დრო და დრო გულზე,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა
და ამ ორ ტირიფს შორის
გაკიდულ ჰამაკს ვუმზერთ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1637 | დაამატა: | ტეგები: poezia, როინ აბუსელიძის ლექსები, qari lodini, პოეზია, tirifi lirika, roin abuselidzis leqsebi, ჰამაკი, როინ აბუსელიძე როი, hamaki, roin abuselidze roi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0