Загрузка...
როინ აბუსელიძე (როი) - შენდობას ვითხოვ / roin abuselidze (roi) - shendobas vitkhov - 20 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 2:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 20 » როინ აბუსელიძე (როი) - შენდობას ვითხოვ / roin abuselidze (roi) - shendobas vitkhov


1:32 PM
როინ აბუსელიძე (როი) - შენდობას ვითხოვ / roin abuselidze (roi) - shendobas vitkhov
შენდობას ვითხოვ, ჩემო ღმერთო! ასე სახალხოდ,
რამეთუ ლოცვა დაგაკელი ბოლო წელია,
რამეთუ მინდა ის ცოდვები ახლა გავალღვო,
რომლებსაც ვიცი რომ შენდობა არ უწერიათ.

შენდობას ვითხოვ, საქართველოვ! შენი ამაგი
უსაშველოა, შემოგწირავ მორიგ დითირამბს,
მახსოვს პოეტი ერთ საღამოს როგორ დამარქვი
და ისიც მახსოვს მას შემდეგ რომ ფეხზე გკიდივარ.

შენდობას ვითხოვ, მამაჩემო! სულში შემიძვრა
ცოდვის მახრა და მოეკიდო იქნებ გაგებით,
შენდობას ვითხოვ - იმის გამო - იმ დღეს ჩემი ძმა
რომ არა ალბათ შენს საფლავსაც ვერ მოვაგნებდი.

შენდობას ვითხოვ, ჩემო შვილო! სრულდება მარტი,
სრულდება ყველა ტყუილი და გიცქერ იღბლიანს,
შენდობას ვითხოვ, ვინაიდან ლექსების გარდა,
შენთვის არაფერის დატოვება არ შემიძლია.

საკუთარ თავსაც ტაძრისაკენ ისე მივდენი,
თითქოს გზა და გზა ვალაგებდე სულის ჩემოდანს
და გწამდეს ღმერთო! - არცერთ ცოდვას არ ჩავიდენდი,
შენდობის თხოვნა ასე რთული თუ იქნებოდა!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2180 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, შენდობა, როინ აბუსელიძის ლექსები, პოეზია, roin abuselidzis leqsebi, ტაძარი, ეკლესია, როინ აბუსელიძე როი, roin abuselidze roi, shendoba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0