Загрузка...
როინ აბუსელიძე (როი) - ბალადა ბერზე / roin abuselidze (roi) - balada berze - 20 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 20 » როინ აბუსელიძე (როი) - ბალადა ბერზე / roin abuselidze (roi) - balada berze


1:37 PM
როინ აბუსელიძე (როი) - ბალადა ბერზე / roin abuselidze (roi) - balada berze
I

დღე იყო ცივი და უტყუარი,
ამინდმა ზეცა კარგა ხანს ნაღმა,
მერე კი როგორც უცხო სტუმარი,
პირველი თოვლი დაკბინა ძაღლმა.
ხოლო ქარიშხალს _ ამინდის ბოცმანს,
თითქოსდა სურდა ბიბლიის კითხვა
და ეკლესიის ეზოში ლოცვა,
მივიწყებული ლექსივით ითქვა.
ავსებდა ზეცა საღამოს ხურჯინს,
გელოდებოდი ხელში ტიტებით,
შენ კი იდექი მუნჯივით მუნჯი
და ცრემლში ტაძრის ეზოს იტევდი.

I I

გიცქერდი, როგორც ქალაქს ტურისტი
უცქერს, ვერა და ვერ ჩაგიკალი
გულში, მერე კი შენი გულისთვის,
თითქმის ოთხი თვე მეცვა სტიქარი,
რომ დამეოკა ჩემი - მინდები
შენდამი, თუმცა ვეღარ გეღირსე
და მაგონდება რომ მაგ თითების
სურნელი ჰქონდა იმ დღეს სეფისკვერს,
როცა ღრუბლები - როგორც მგზავრები,
ხატავდნენ თავის თავს და ალიონს,
როცა ბავშვები გამოჯავრებით
ამბობდნენ - ნახე, მუნჯი ქალიო...
და იცინოდნენ... და შენ და თოვლი
იყავით თითქოს გარიყულები,
მრევლს კი ვარდისფერ ბურთებად აჩნდა
სახეზე სუსხის ალიყურები.

I I I

გაზაფხულს მიჰყვა სითბო და მარტის
გიჟი ამინდი, ერკელიები,
მე ვლოცულობდი და ამის გარდა,
მაინც ვერაფრით ვერ გელეოდი,
ხოლო აპრილში ისევ ისეთი
იყავი - მარტო, უფრო მარტივი,
სველი თვალებით წირვას ისმენდი
და ხატის გვერდით ჩანდი ხატივით
და სწორედ მაშინ მორიგი ფიცი,
უფლის წინაშე დავდე ხელახლა,
რომ წავიდოდი ტაძარში მიწყივ
ბერად, შენ ოღონდ გელაპარაკა.
ასე გათენდა აღდგომის დილა,
როგორც მორიგი კვირის ციტატა,
მე - ქრისტე აღსდგა - გითხარი ფრთხილად,
შენ მიპასუხე - ჭეშმარიტადო
და თითქოს გული გამისკდა, შემდეგ
გაკვირვებულნი დავრჩით ორივე,
ასე ვიგონებ იმ წამებს დღემდე
მე უკვე უფლის მონა - მორიგი.

IV

ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის,
სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით,
მაგონდებოდი და გარდერობი
შენზე ლექსებით ავავსე თითქმის.
ერთ დღეს ტაძარში ველოდი დედებს
მოწყენილი და დაღლილი ერთობ,
ლოცვისას წამით გამექცა თვალი
და მონაზვნებში გიცანი!...
ღმერთო.
გარეთ ამინდი იდგა უხეში,
სულში წვეთავდა თითქოს მირონი,
შემდეგ ჩამჯდარი ტაძრის კუთხეში,
მახსოვს ძალიან მაღლა ვტიროდი.

V

ასე გავიდა ორმოცდაათი
წელი, ფიქრებით, ლოცვით, ჭიდილით
და ამ უაზრო დროის ნარატივს,
გადადებული შევრჩი ხიდივით.
მახსოვს ცასავით ჩაქრა თვალები,
ცაც ჩამოვარდა თითქოს ციდანვე,
იმ ღამით შენი გარდაცვალების
ამბავი როცა ამოიტანეს...
შემდეგ დავტოვე უფლის საუფლო
და გავიყოლე წარსულის გემო
და იმ დღის შემდეგ აღარ ვსაუბრობ
და იმ დღის შემდეგ მუნჯი ვარ ჩემო!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1672 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიდიხარ, poezia, midikhar, როინ აბუსელიძის ლექსები, პოეზია, roin abuselidzis leqsebi, roi midixar, როინ აბუსელიძე როი, roin abuselidze roi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0