მთავარი » 2015 » მარტი » 2 » მურმან ლებანიძე - მარეკები შლიდნენ ბანაკს / murman lebanidze - marekebi shlidnen banaks
10:55 AM მურმან ლებანიძე - მარეკები შლიდნენ ბანაკს / murman lebanidze - marekebi shlidnen banaks
მარეკები შლიდნენ ბანაკს, ქარი ჩამიჩუმით ქროდა, ვიწექ რომელიღაც ბალახს უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში, თითქოს პაპაჩემი ცხონდა - ათას სურნელოვან შვავში ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის, ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, - სუნი - საზოგადოდ ქალის, სუნი - საზოგადოდ მდედრის…
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო, სანამ ვიცნო ეს სურნელი, სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1606 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 2.0/1 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|