Загрузка...
შანდორ პეტეფი - შენ გაზაფხული გიყვარს / shandor petefi - shen gazafkhuli gikvars - 2 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 2 » შანდორ პეტეფი - შენ გაზაფხული გიყვარს / shandor petefi - shen gazafkhuli gikvars


10:56 AM
შანდორ პეტეფი - შენ გაზაფხული გიყვარს / shandor petefi - shen gazafkhuli gikvars


შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოვება,
გაზაფხულია ცხოვრება შენი,
შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.

ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,
შენი ლოყები ვარდივით ღვივის,
ჩემი თვალების დაღლილ გუგებში
კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.

გულსაც ნაღველი შემოეპარა,
ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა,
და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,
რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.

შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,
ერთი ხნისანი, ზაფხულში, ალბათ,
აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1913 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 2.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0