Загрузка...
აკაკი წერეთელი - გაუბედავი სიყვარული / akaki tsereteli - gaubedavi sikvaruli - 2 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 2 » აკაკი წერეთელი - გაუბედავი სიყვარული / akaki tsereteli - gaubedavi sikvaruli


10:59 AM
აკაკი წერეთელი - გაუბედავი სიყვარული / akaki tsereteli - gaubedavi sikvaruli


ათი წელი,

მწარედ მწველი,
გულს მიდაგავს ტრფიალება!
და უბრალოდ
სავალალოდ
ჩემს გულშივე იმალება!

მიძგერს გული
აგზნებული,
მაგრამ გონი მიბამს ენას.
მისი სხივით
სანთელივით
ვდნები და თანც ვმადლობ ზენას!..

თუ ისიც მცნობს
და ისიც გრძნობს,
ჩემებრ იწვის უხმოდ ერთი...
მაშ, ოხ, ღმერთო,
რად წაგვერთო
ჩვენ კავშირი შემაერთი?!

ვიცი, გრძნობის,
ნამდვილ გრძნობის
ნიშანია მდუმარება,
ცხადად ტკბილი
რამ ღიმილი,
ჩუმად ცრემლი, მდუღარება.

მაგრამ მაინც,
მეტრფის მე ვინც,
მსურს, რომ ერთხელ გამაგონოს:
“შენ ჩემი ხარ!
გულს მიზიხარ!”
მითხრას ეშხით... დამაღონოს!

ორთავ ვიცით,
ფიცით მტკიცით
გრძნობა ჩვენი შეგვიტყვია!
თუმც-კი ვხედავთ,
თქმას ვერ ვბედავთ,
გულზე გვაწევს, როგორც ტყვია!

ათი წელი,
მეტად მწველი,
გულში გვაქვს ეს ნეტარება!
ვუგდებთ რა ყურს,
ორივეს გვსურს
და ვერ გვითქვამს აღსარება!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1121 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0