Загрузка...
ნანა მეფარიშვილი - მოხუცი ჩვილი / nana mefarishvili - mokhuci chvili - 2 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 2 » ნანა მეფარიშვილი - მოხუცი ჩვილი / nana mefarishvili - mokhuci chvili


11:04 AM
ნანა მეფარიშვილი - მოხუცი ჩვილი / nana mefarishvili - mokhuci chvili


ვინ სთქვა ბერდები წლებთან ერთად,
თითქოს დიდი ხარ,
რადგან სხვა გზები არ არსებობს
მასთან ზავდები,
ნაოჭებს ითვლი,
ფიქრით მაინც უკან მიდიხარ,
დაბადების დღე გახარებს და პატარავდები.

მხრებიც დაგღლია,
მაგრამ გული არ ტყდება არა,
მიჰყვები შარას ბავშვობისა
სიზმრით ნაცეცებს,
ჭიშკართან ისევ გელოდება მოხუცი მამა
და დედას ხელით ეშველება რომ არ დაეცეს.

ჩაეკონები მოხუც მშობლებს,
თავად ჭაღარა,
იმ წამში ისევ პატარა ხარ,
უმწეო ჩვილი,
არც დარდი გახსოვს,
შენი წლებიც გახსოვს აღარა,
მოხუცებს ხელებს უკოცნი და
ბავშვივით სტირი.

ერთი სოფელი ზმანებაა
სხვა არაფერი,
და თუ ეს გერგო,
ქედს მადლობით უნდა იხრიდე,
იარო წინ და
წარსულს უნდა უწმინდო მტვერი,
რადგან უფალთან
ბავშვის გულით უნდა მიხვიდე

ვინ სთქვა,
ასაკი მოგემატა,
თითქოს დიდი ხარ,
წლები რა არის, მიდიან და მეორდებიან,
მოხუცდები და
კვლავ ბავშვობის გზებთან მიდიხარ,
იმ ძველ ჭიშკართან,
მშობლები რომ გელოდებიან.

ნანა მეფარიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1515 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0