Загрузка...
ოთარ ჭელაძე - მალე გაზაფხული მოვა / otar cheladze - male gazafkhuli mova - 2 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-04-27, 3:55 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 2 » ოთარ ჭელაძე - მალე გაზაფხული მოვა / otar cheladze - male gazafkhuli mova


11:05 AM
ოთარ ჭელაძე - მალე გაზაფხული მოვა / otar cheladze - male gazafkhuli mova


მალე გაზაფხული მოვა
და შენ ყვავილები ქარში,
ალბათ გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.
ჭრელი აბრეშუმის ჭერი
სად არ წამოგყვება თრთოლვით,
ვიდრე ჩამოდგება ჯერი
სულში უსასრულო თოვის.
რაღაც გარდაუვალს ბავშვი
შენდაუნებურად ხვდები,
ქოლგა გაშავდება მაშინ
როცა გათეთრდება თმები.
მაგრამ გირჩევნია ახლა
ფიქრში ჩაღრმავება უჩვევს,
წაჰყვე მანქანათა ნახნავ
თოვლში გამოხვეულ ქუჩებს.
მალე გაზაფხული მოვა
და შენც ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1542 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0