Загрузка...
შორენა ზაქრაძე - ჩემიდან შენამდე და / shorena zaqradze - chemidan shenamde da - 2 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 2 » შორენა ზაქრაძე - ჩემიდან შენამდე და / shorena zaqradze - chemidan shenamde da


11:09 AM
შორენა ზაქრაძე - ჩემიდან შენამდე და / shorena zaqradze - chemidan shenamde da
ჩემიდან შენამდე და ...
შენიდან ჩემამდე და ...
ო, რა მონატრებით ვიმზირებით,
გზებზე მეგებება, იქნებ მელანდება
დარდებად დაფენილი პირიმზები.
შენიდან ჩემამდე და...
ჩემიდან შენამდე და...
ოი,როგორ კივის სული,
მოვდივარ, მაყვლიანიც ახლა გათავხედდა,
ღამემაც შემომძარცვა რული.
იქნებ შენც იჩქარო,
იქნებ შემეგებო...
არა, მერე იყოს ფიცი...
გზა თუ არ დამოკლდა
არსად შევისვენო
თორემ...გავთავდები,ვიცი.
ჩემიდან შენამდე და...
შენიდან ჩემამდე და...
ვბორგავთ და სიკვდილი გვიჯობს,
ნატვრას რა ვუთხარი...ისიც მენატრება
ხელში რომ ჩაგაკვდე ბიჭო.

შორენა ზაქრაძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1187 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0