Загрузка...
ანი ჭეიშვილი – გამზრდელის გაგრძელება / ani cheishvili - gamzrdelis gagrdzeleba - 2 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 2 » ანი ჭეიშვილი – გამზრდელის გაგრძელება / ani cheishvili - gamzrdelis gagrdzeleba


1:16 PM
ანი ჭეიშვილი – გამზრდელის გაგრძელება / ani cheishvili - gamzrdelis gagrdzeleba


უცებ თითქოს რაღაც იგრძნო
საფარ-ბეგმა შიშის მსგავსი,
მაგრამ დიდხანს ვერ გაიგო
ამ სიკვდილის უცხო არსი.
გაოგნებულს დარდი აწევს,
სურს გაიგოს თუმც ძნელია
იმ სინათლის შუქის ძალას ვერ შეამჩნევს,
ვერ შეამჩნევს, რაც ბნელია.
ადგა, კარი გაიხურა
სურს წავიდეს და ნეტავ სად?!
ყველგან თვალწინ ის უდგება
როგორ იკლავს გამზრდელი თავს..
უფიქრდება საფარ სიტყვებს
იმის ნათქვამს ვინც გაზარდა,
მისთვის ვაშკაცობით აღზრდა
კაცს,რომელსაც არ დაზარდა.
დიდხანს იდგა საფარ ასე,
მოიფიქრა ყველაფერი,
იმ ნანახის რაც გადახდა,
დავიწყება არის ძნელი.
გადაწყვიტა გზის არევა,
არ სურს ზია-ხანუს ნახვა.
გზას აირჩევს უჩვეულოს
სინანულმა რაც გაკვალა.
ნანობს,ნანობს ყოველივეს
უბედურ ქალს,მოკლულ გამზრდელს
ძიძიშვილს რაც გაუკეტა
ამ ღალატს ფასს ვერვინ დასდებს.
დგას ქვასავით არეული..
უყურებს ცხენს,ფასდაუდებს
მის ტანჯვას და გულისტკივილს
ვინ იგრძნობს ან ვინ გაუგებს.
ცა მრისხანებს,თანაუგრძნობს,
ჭექა-ელვას ესმის მხოლოდ,
სინანულით წრფელად სავსე
მისი გააზრება ბოლო.
საფარ უცებ მიდის ცხენთან,
აღარ ფიქრობს დანარჩენზე,
ცხენს გაუშვებს უგზოუკვლოდ
და გადადის განაჩენზე.
ასე უნდა,ასე იცის,
როცა ერთურთს არ ვაფასებთ,
მეგობრობის თავგანწირვას
ჩვენ ღალატით გავაფასებთ!
უჩვეულო მის ამ ქცევას
ბევრი ალბად ვერ გაიგებს,
იმ მდინარის მშრალ ნაპირზე
საფარ სხვა გზას ვერ გაიკვლევს.
გაუყვება ამ სველ ბილიკს,
ალბად ასე იგრძნობს შვებას,
სხვას, დანარჩენს რა აზრი აქვს,
როცა ბედი ასე შვება.
შესცოდა და იღებს პასუხს,
ასეთია ეს ცხოვრება..
სველ ბილიკში კვალს აირევს და,
მორჩებაა ..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1355 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0