Загрузка...
ალექსი ჭაუჭიძე - ეფინებოდა ფოთლები ქუჩებს / aleqsi chauchidze - efineboda fotlebi quchebs - 2 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 2 » ალექსი ჭაუჭიძე - ეფინებოდა ფოთლები ქუჩებს / aleqsi chauchidze - efineboda fotlebi quchebs


1:24 PM
ალექსი ჭაუჭიძე - ეფინებოდა ფოთლები ქუჩებს / aleqsi chauchidze - efineboda fotlebi quchebs


ეფინებოდა ფოთლები ქუჩებს!
მეც ამ ქუჩებში დავიდე ბინა...
ისევ ვნატრობდი შენს ლამაზ ტუჩებს,
და მოდიოდა განცდების წვიმა...

წვიმს...წვიმს..
ეს წვიმაც იტყვის რა იყო გუშინ....
ქრის,ქრის...
უსაშველოდ ქარები ნუშის...

ნუშის სურნელით მოდის ფერებად,
ჩემს გულთან ახლოს განცდილი გრძნობა...
და როიალზე დაყრილ ბგერებად,
დაიწყო თეთრი ფიფქების დნობაც...

ცაში მიმავალ კიბეს მივყვები,
მიმაქვს წუთები,დროის წამები...
აღარ არსებობს ჩემში ნივთები,
და გული გრძნობით განაწამები...

09.09.2012


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1116 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0