მთავარი » 2015 » მარტი » 2 » ალექსი ჭაუჭიძე - მოვალ უეცრად წვეთებად წვიმის / aleqsi chauchidze - moval uecadtsvetebad tsvims
1:28 PM ალექსი ჭაუჭიძე - მოვალ უეცრად წვეთებად წვიმის / aleqsi chauchidze - moval uecadtsvetebad tsvims
შენი თვალების ხილვა მწყურია, თმის სურნელებით მათრობდე მინდა... ჩემში უშენოდ ფიქრიც ნულია, მინდა მიქსოვდე გრძნობების წინდას...
დღეს მერამდენედ ვიფიქრე შენზე.. სულ გამუდმებით, ისევ გნატრობდი... ფიქრებს ვაწყობდი უჩუმრად სხვენზე და ჩამოღებას ისევ ვჩქარობდი...
არ მეშინია მე დაღამების, არც გათენების არ მეშინია... მე მეშინია უხმო წამების და ეს წამებიც მხოლოდ შენია...
მოვალ უეცრად წვეთებად წვიმის, შენს ტკბილ ბაგეზე დავეწვეთები... უცებ დაიწყებ ბავშვივით ტირილს მერე წვიმაში ამედევნები....
07.09.2012
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1052 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|