Загрузка...
ალექსი ჭაუჭიძე - შენი თვალების ხილვა მწყურია / aleqsi chauchidze - sheni tvalebis khilva mtskuria - 2 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 2 » ალექსი ჭაუჭიძე - შენი თვალების ხილვა მწყურია / aleqsi chauchidze - sheni tvalebis khilva mtskuria


1:29 PM
ალექსი ჭაუჭიძე - შენი თვალების ხილვა მწყურია / aleqsi chauchidze - sheni tvalebis khilva mtskuria


შენი თვალების ხილვა მწყურია,
თმის სურნელებით მათრობდე მინდა...
ჩემში უშენოდ ფიქრიც ნულია,
მინდა მიქსოვდე გრძნობების წინდას...

დღეს მერამდენედ ვიფიქრე შენზე..
სულ გამუდმებით, ისევ გნატრობდი...
ფიქრებს ვაწყობდი უჩუმრად სხვენზე
და ჩამოღებას ისევ ვჩქარობდი...

არ მეშინია მე დაღამების,
არც გათენების არ მეშინია...
მე მეშინია უხმო წამების
და ეს წამებიც მხოლოდ შენია...

მოვალ უეცრად წვეთებად წვიმის,
შენს ტკბილ ბაგეზე დავეწვეთები...
უცებ დაიწყებ ბავშვივით ტირილს
მერე წვიმაში ამედევნები....

07.09.2012


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1046 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0