Загрузка...
გიორგი შალამბერიძე - სახლი მინდოდა მქონოდა / giorgi shalamberidze - sakhli mindoda mqonoda - 4 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 4 » გიორგი შალამბერიძე - სახლი მინდოდა მქონოდა / giorgi shalamberidze - sakhli mindoda mqonoda


1:48 AM
გიორგი შალამბერიძე - სახლი მინდოდა მქონოდა / giorgi shalamberidze - sakhli mindoda mqonoda
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის.
სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად- თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი-მზის სხივს,

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გავლით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს- ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე,
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემ ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის,
სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად-თიბათვის ნისლი.

... ... ... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2279 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, giorgi shalamberidze, გიორგი შალამბერიძე, sakhli, saxli, leqsebi, sakhli mindoda mqonoda, leksebi, სახლი მინდოდა მქონოდა, saxli mindoda mqonoda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0