Загрузка...
სულხან აბდალაძე - რუსპირას მქონდეს წისქვილი / sulkhan abdaladze - ruspiras mqondes tscisqvili - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » სულხან აბდალაძე - რუსპირას მქონდეს წისქვილი / sulkhan abdaladze - ruspiras mqondes tscisqvili


10:15 AM
სულხან აბდალაძე - რუსპირას მქონდეს წისქვილი / sulkhan abdaladze - ruspiras mqondes tscisqvili


სხვებმა რა არ თქვეს _ შენაო?
წარბი გავხსენი, ვინატრე:
_ რუსპირას მქონდეს წისქვილი,
შიგ მენთოს ჭრაქის სინათლე,
მესმოდეს ხმაგაუმწყდარი კაკანი სარეკელასი,
სოფლის ბარაქა მალხენდეს
და სიყვარული ყველასი.
საფქვავი არ დამლეოდეს
და არცა წყალი ღარებით,
წისქვილთან იცოხნებოდნენ
უღელმოხსნილი ხარები.
შუაცეცხლი და კედლები,
განათებული კუნძითა,
ფხიზელი ძილი და მთვარე _
თეთრი სიზმარი კურდღლისა.
წისქვილმა იცის ჭინკა და
წისქვილმა იცის ალები,
ჰოდა, სიმინდის დაფქვამდე
ჭორის ფქვა სოფლის ქალების.
კარები მუდამ ღია და
საკინძე გულგაღეღილი,
და საზრუნავი მთავარი
წმინდა ფქვილი და ღერღილი.
ლამაზი ქვრივიც შემოვა,
თალხით მოსილი ერთიან,
გული იმაზე უკვდება _
მისი სიმინდი თეთრია.
მე აქ შევხვდები ყოველთვის
ოქროს სხივებად დაღვრილ მზეს,
წყალი რომ ერთხელ იძინებს,
წისქვილი გამოაღვიძებს.
სხვებმა რა არ თქვეს _ შენაო?
წარბი გავხსენი, ვინატრე:
_ რუსპირას მქონდეს წისქვილი,
შიგ მენთოს ჭრაქის სინათლე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1143 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0