Загрузка...
ზურაბ ლოგუა - სიშორის ხატზე / zurab logua - sishoris khatze - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » ზურაბ ლოგუა - სიშორის ხატზე / zurab logua - sishoris khatze


10:17 AM
ზურაბ ლოგუა - სიშორის ხატზე / zurab logua - sishoris khatze


სიშორის ხატზე არ ლოცულობს
თქვენი სხეული,
ანგელოზებთან შესახვედრად
მიჰყვებით ნიავს,
თან ისე მიგაქვთ ჩემი სითბო,
ბედს არ ვემდური,
წადით, იცხოვრეთ იმ სივრცეში,
სადაც გიცდიან.
ღამის ქუჩებში კვლავ ავანთებ
ოცნების ფარნებს,
რახან გიგრძენით, ვეღარ ვიტყვი _
უკვალოდ გაქრა,
ოღონდ სურნელი
იასამნის ტუჩებზე დაგრჩეთ
და მარტოობის ბილიკებზეც
გავივლი ლანდთან.
ცოდვილ ხელებით
ცისარტყელას მოგიქსოვთ თავშლად,
შავი ზღვის ფარჩას შეგიკერავთ
ოქროს სხივებით,
თქვენი დაკარგვა ჩემს ფიქრებში
წამითაც არ სჩანს
და ნისლის ბაღში ერთმანეთზე
ტკბილად ვიღვრებით.
მთვარის ჰამაკზე ისევ გვძინავს
მშვიდი სიზმრებით,
მზის საგალობლით
გვანებივრებს ვარსკვლავთა ქორო,
ვიცი, აწმყოსთან არდათმობით
ჩამოვიშლები,
მოვდივარ თქვენთან
და ეს გრძნობა ძალიან მომწონს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1153 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0