Загрузка...
ზურაბ ლოგუა - პაემანს გინიშნავ სიზმარში / zurab logua - paemans ginishnav sizmarshi - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » ზურაბ ლოგუა - პაემანს გინიშნავ სიზმარში / zurab logua - paemans ginishnav sizmarshi


10:18 AM
ზურაბ ლოგუა - პაემანს გინიშნავ სიზმარში / zurab logua - paemans ginishnav sizmarshi


პაემანს გინიშნავ სიზმარში, ქალწულო,
რომ ნისლის ბაღში გაჩუქო ვარდები.
ოცნების ხალიჩებს არ მიქსოვს საწუთრო,
მიტომაც ძილის თაროზე ვლაგდები.
მსოფლიო ქალაქის უსაზღვრო მხარეში
მანძილს ვეღარ ვგრძნობ,
ტუჩები ახლოა,
მომაკვდავ გრძნობებთან არ მიწევს თარეში
და არც ვკითხულობ, მითხარით რა დროა.
სიზმარში მშვენებამ დამალვა არ იცის,
მზერით სხეულის საფარველს გაგიქრობ,
სურვილის ახდენას ვერავინ დამიშლის
და ნისლის ბაღში უსიტყვოდ გამიცნობ.
ვიცეკვებთ სიგიჟეს ოქროსფერ ფოთლებზე,
ჭადართა ორკესტრს
მოვუკლავთ დირიჟორს,
მოჰყვება არავინ ჩვენებურ ომებზე,
დროის თვალებში სიმუნჯემ იკვირტოს.
დავტოვებთ ცხოვრების მწვალებელ აკორდებს,
ცას სათითაოდ ყველა სხივს მოვპარავთ,
დაბნეულ სამყაროს ფარანი ართობდეს,
ჩვენ კი სიზმარში თავად მზეს მოვქარგავთ.
პაემანს გინიშნავ სიზმარში, ქალწულო,
რომ ნისლის ბაღში გაჩუქო ვარდები.
ოცნების ხალიჩებს არ მიქსოვს საწუთრო,
მიტომაც ძილის თაროზე ვლაგდები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1350 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0