Загрузка...
თამარ ბურნაძე - უფალს ჰგავდი / tamar burnadze - ufals hgavdi - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » თამარ ბურნაძე - უფალს ჰგავდი / tamar burnadze - ufals hgavdi


10:19 AM
თამარ ბურნაძე - უფალს ჰგავდი / tamar burnadze - ufals hgavdi


მიაგნებ კი? შეუცვლია ნირი,
მზეგადაღმა ჩამოუდის ღელე,
რომ იყავი ჩემი ზღაპრის გმირი,
ის გიამბობს, მთიდან მოუყელე.
ახლაც მახსოვს (თითქოს იყო გუშინ),
ისარივით განატყორცნი მზერა...
მერე?.. ხატად ჩაგისახლე გულში,
რა ვუთხრა მე ჩემი ბედის მწერალს!...
შევიცანი, მაგრამ იყო გვიან,
წრფელი ფიცის უწონელი ფასი,
ჩემი სულის ავგაროზი გქვია,
სევდის მგოსნის უტყვი მუხამბაზი.
რა დავარქვა უფაქიზეს გრძნობას,
მოკრძალება? არა, უფრო წმინდა!
გაგიჭირდა, ვჯავრობ, ჩემი ცნობა,
რა ვქნა, თუკი სულში გამიწვიმდა.
ქარი ქარგავს გვირილების გვირგვინს,
ყაყაჩოებს უატლასებთ სახე,
ფიქრის ჯარი მახვევია ირგვლივ,
უფალს ჰგავდი, ბოლოს როცა გნახე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1126 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0