Загрузка...
თამარ ბურნაძე - სიბერეს გამოვეპარე / tamar burnadze - siberes gamovepare - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » თამარ ბურნაძე - სიბერეს გამოვეპარე / tamar burnadze - siberes gamovepare


10:19 AM
თამარ ბურნაძე - სიბერეს გამოვეპარე / tamar burnadze - siberes gamovepare


სევდის მონა ვარ, სნეული,
არ მელხინება მე ბარემ,
სიყმაწვილის კვალს დავეძებ,
სიბერეს გამოვეპარე.
ხან დედას ყელზე ვეხვევი,
ერთად ვართ ღამის თენებით,
ხან თეთრი კაბა მაცვია,
პეპელას ავედევნები.
ნიავს მივყვები ფეხდაფეხ,
ხის კენწეროზე ვექცევი,
დავისიცხები? მკათათვეს
ჩეროში გამოვექცევი.
ხან ორბის ფრთები მასხია,
ხან დავალ ხელის კიდებით,
მუჭში მოვიქცევ მზის სხივებს,
ხან წყაროს გავეკიდები.
ვითვლი უთვალავ ვარსკვლავებს,
ნეტარ არიან ვისები?
შემომკისკისებს ყაყაჩო
და სიხარულით ვივსები.
მერე?.. ჭალებსაც ვეწვიე,
ულაყს აშლოდა ფაფარი,
ცას აყრუებდა ჭიხვინით
დილიდან მიუსაფარი,
მიწას მობდღვნიდა ფლოქვებით
და ხან კი ყალყზე დგებოდა,
მივუალერსე ცვრით ნაკაზმს,
ჩემი თქმა გაეგებოდა.
მივუხვდი, ვისაც უხმობდა,
არსაით ჩანდა მხედარი,
ტყე ბუბუნებდა, სულიდან
გამოასვენეს ცხედარი.
ნისლში დაეშვა სამყარო,
მზე დამიბნელდა მე ჭირად,
ჩამოვტიროდი თავდაღმართს
და გული ხელით მეჭირა.
ჰო, იმას გეუბნებოდი,
არ ვლხინობ-მეთქი მე ბარემ,
სულს მოვითქვამდი, მეგონა,
სიბერეს გამოვეპარე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1217 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0