Загрузка...
მათე მარადელი - ეს სიმძაფრეა შენი შეგრძნების / mate maradeli - es simdzafrea sheni shegrdznebis - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » მათე მარადელი - ეს სიმძაფრეა შენი შეგრძნების / mate maradeli - es simdzafrea sheni shegrdznebis


10:21 AM
მათე მარადელი - ეს სიმძაფრეა შენი შეგრძნების / mate maradeli - es simdzafrea sheni shegrdznebis


ნაკვთებზე გრძნობა ისე აწყვია,
ისე ატყვია თვალებს დახვეწა,
რომ ამ სიტურფეს ვნების ზღვა ჰქვია
და ბერად მინდა შენში აღკვეცა.
მინდა გაგანდო, როგორ ვილოცებ
და გითხრა ის, რომ სულში ქარია
და თუ ავტირდე, ნუ გაიოცებ,
ეს ჩემი გრძნობის ნიაღვარია,
ეს სიმძაფრეა შენი შეგრძნების
და სურვილია დაუცხრომელი,
რომ მაგ წამწამთა გაშლილ ძეწნების
სველ ჩრდილთა ვიყო მარად მდომელი.
და თუ შეგეხე, თუ მოგანათე
ამ ჩაუქრობელ ცეცხლის ხურვება,
გთხოვ, ნუ უარმყოფ ღამეგანათევს,
რომ შევძლო შენი მზის დაურვება
და აგიხილო ის უსასრულო
და უსაშველოდ თბილი თვალები,
ახლა რომ ნაბავ, ღმერთის ასულო,
და არხევ ქალურ აკანკალებით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1515 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0