Загрузка...
მათე მარადელი - არჩვების არვე / mate maradeli - archvebis arve - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » მათე მარადელი - არჩვების არვე / mate maradeli - archvebis arve


10:22 AM
მათე მარადელი - არჩვების არვე / mate maradeli - archvebis arve


არჩვების არვე, არჩვების არვე,
შეხედე, ნახე და გაიქარვე
დარდი _ ქალაქის ნამდვილი ყოფა...
აქ მთაში სივრცე ყველას გვეყოფა.
სნებები წარვლენ, ვნებები წარვლენ,
წამო, მივუსწროთ მწყემსების კარვებს.
არ გინახია? შენზე ახია...
მწყემსის სიმღერა, გული კარღია
არ გავს იმ ღიმილს, ჩვენ რომ იქ ვიცით,
მოვალეობით და ყალბი ფიცით...
მზე გადახრილა... ნახე, სხვა მხრიდან
ნისლმა დღე მწვერვალს გადაახია.
მომენდე მართლა, არჩვების დათვლა,
პირველი სროლა... აცდენა... გათვლა
და ავსულისთვის გადაბრალება,
ცეცხლს მოგიკიდებს, დაგწვავს ალებად...
ქალაქის ნაცვლად ჭიუხზე გასვლა
გახდება შენთვის მეორე ნათვლა.
არ არის გვიან, გავუყვეთ ქვიანს,
ნადირნი ჩლიქით ქარაფებს თლიან,
კლდეზე ვიაროთ ჩვენ ალალბედზე,
წამო, ჭუთხაროს ნაცრისფერ ქედზე
არჩვები ქრიან, არჩვები ქრიან


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1417 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0