Загрузка...
სტეფანე მხარგრძელი - ხევარდულა / stefane mkhargrdzeli - khevardula - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » სტეფანე მხარგრძელი - ხევარდულა / stefane mkhargrdzeli - khevardula


10:24 AM
სტეფანე მხარგრძელი - ხევარდულა / stefane mkhargrdzeli - khevardula


ხევარდულა ვაზის ერთ-ერთი თეთრი
ჯიშია, შავშეთ-კლარჯეთში ხარობდა
მე შავშეთში და კლარჯეთში
ვაზი დამრჩა ხევარდულა,
ხე იყო და ვარდი იყო,
როგორ ძლიერ მენატრულა!
ნეტავ ვინ ჰყავს მესატკივრე _
ცის გამხსნელი, მათოხარი,
ეგებ უწყლოდ დაიგვალა
ნათქერი და ნაოხარი.
ვინ ფურჩნა და ალამაზა,
შეაცალა ნაშხრეული?
მანდ ტაძარი ბევრი დამრჩა,
სახლ-კარი და სახლეული.
ვყვირი, როგორც მუეძინი:
_ შველა უნდათ ვაზს და ფრესკებს,
ქართულ სულს არ მიეძინოს
და სჯულს, მასში ჩანაფესვებს!
.............
ვაზო, ათას ჭირნანახო,
ვინ გიხვევდა ნაჭდევს ხმლისას,
მსხმოიარე მენატრები
დამტევნებულ ზვრების ღირსად.
მზე იყო და გადაბინდდა,
შხამს ანთხევდა ღრიანკალი,
შავბედობა ჩაგაფრინდა,
ვით ყორანი ყიამყრალი.
მტერმა ტურფა საბაღნაროს
მოგწყვიტა და ვისევდები,
რაგინდ ნისლმა ჩაგაღამოს,
მაინც შენკენ ვიხედები.
მინდა შენთან წამიერად
მოვიქროლო შევარდნულად,
ვნახო, მამულს მოწყვეტილი
ისევ დგეხარ, ხევარდულავ?
არ მენახო აბეჩხარი,
მწვავე გოლვით დაშანთული,
ანდა, როგორც კიბორჩხალი,
დაბლა ტოტებგაშხვართული.
მინდა ისევ ჩემი იყო,
მაჭრევინო ჩხა სართველო,
ავჟამობით წანართმევო,
არ გივიწყებს საქართველო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1327 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0