Загрузка...
საიათნოვა - ხარ ტურფა / saiatnova - khar turfa - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - ხარ ტურფა / saiatnova - khar turfa


10:28 AM
საიათნოვა - ხარ ტურფა / saiatnova - khar turfa


ხარ ტურფა საკრავი, საზებიანო!
მიჯნურისა მკვლელო, ხაზებიანო,
ალვის ხევ გასულო, ვაზებიანო,
დაუშრელი ზღვა ხარ, მაზებიანო,
ოქროს თვალში ზიხარ, რაზებიანო!
ნადირში ნაქებო რაშო, ჯეირანო!
ვარსკვლავსავით ბრწყინავ ლალო, მარჯანო,
უსანთლოდ ანათებ, ბროლის შამდანო,
ხმალი ხელთ გიჭირავს, ერეკლე-ხანო!
ფეჰლის ფანჯის ოინბაზებიანო!
ანათებ ქვეყანას, მთვარე და მზე ხარ!..
ნეტავი არ დაღამდე, რა კაი დღე ხარ,
შტოები ასული, რა ტურფა ხე ხარ,
ტრიალი მინდორი, რა შავი ტყე ხარ,
შიგ ნადირი სავსე ბაზებიანო!..
გაზაფხულის ია ამოსული ხარ!
ასლი საყვარელი თაიგული ხარ...
ერთგული მოსამსახურე, ყული ხარ,
საიათნოვავ! რა ყარიბ ბულბული ხარ!
დილ-დილით ჭიკჭიკებ, ნაზებიანო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1717 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0