Загрузка...
საიათნოვა - შუაღამის ვარსკვლავივით / saiatnova - shuaghamis varskvlavi - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - შუაღამის ვარსკვლავივით / saiatnova - shuaghamis varskvlavi


10:31 AM
საიათნოვა - შუაღამის ვარსკვლავივით / saiatnova - shuaghamis varskvlavi


შუაღამის ვარსკვლავივით ცაში ხარ,
ლალის ვარდო, ყანაში ხარ, მკაში ხარ!
გაზაფხულის იასავით მთაში ხარ,
სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ,
ზღვის პირველი ჯეირანი, რაში ხარ!
განა შენა არ გყოლია მოძღვარი?
რაზედ მოჰკალ ჩემისთანა საპყარი,
წამლისათვის მითხრეს შენი ჯადვარი,
შენსა სახეს ვერ გადმოსწერს მხატვარი,
ინდოეთის ყალამის ნაყაში ხარ...
ჩემი სიცოცხლე უშენოთ ძნელია,
რაზედ გამათავე, რისა მქნელია?!
შენი ეშხი ბორკილია, წნელია,
შენ მე მხედავ! მე ვერ გნახამ - ბნელია,
ბროლის ყუთში და სარკის უჯრაში ხარ!
ჯიხვისავით თოვლიან მთას შაიცვლი,
ღრუბელსავით სავსე წვიმას ჩაიცლი,
ჯეირნივით მინდორში არ მაიცლი,
ერთ წუთაზედ ათას ფერად გაიცვლი,
ვინც რომ გნახამს, ნაღველი ხარ, ვაში ხარ!
ინდის ხელმწიფისგან ოქმი მოუა,
რაც რომ გვიყოს შეუძლიან, გაუა,
ოქროს ხანჯლიანი კარზედ დაუა,
ბროლის სინით მარგალიტი შაუა. -
შე საწყალო საიათნოვავ, რაში ხარ?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1230 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0