Загрузка...
საიათნოვა - საყვარლის ბაღშია / saiatnova - sakvarlis bagshia - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - საყვარლის ბაღშია / saiatnova - sakvarlis bagshia


10:34 AM
საიათნოვა - საყვარლის ბაღშია / saiatnova - sakvarlis bagshia


საყვარლის ბაღშია ჭკვა დამეკარგა,
გავბრუნდი, არ იყო კარ-გაღებული.
გადავხედე, დავბნდი, ვერა გავიგე...
ვნახე ალვის ხენი ხელახლებული.

უთხარ: "შენვე მომკალ შენა, კარგია!
ავს ნუ ათქმევინებ, ენა კარგია,
ღმერთმა გაგახაროს, ლხენა კარგია,
მე შენს ჭირს სანაცვლოდ გადაგებული!

მოდი, დამიჭირე მარჯვენა ხელი,
იაგუნდ-ალმასო, ლალი ხარ ქველი!
დამაცა, გითხრა ჩემი სათქმელი -
შველი ხარ მინდორში გამოშვებული!

მე ხონთქარი ვიყავ - ჯარი დავკარგე...
სოვდაგარი ვიყავ, ზარი დავკარგე!
მზეთუნახავი - იარი დავკარგე...
საიდამ ვიპოვო ზღვაში დებული?

შენის ნაქცეურობით, მე გამაკვირე!..
როსტომის ხანჯალი ყელთ დამაჭირე,
ავათა ვარ, მოდი, ზედ დამიტირე,
თვალები გზაზედ მაქვს დაყენებული!

მთვარე ხარ, თუ მზე ხარ, პირი გაქვს წმინდა,
მე შენ გენაცვალე, სხვანი ნუ გინდა!..
სიყვარულით ლაპარაკი თუ გინდა,
საიათნოვამ იცის სიტყვა ქებული!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1152 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0