Загрузка...
საიათნოვა - სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ / saiatnova - samotkhidan gamosuli vardi khar - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ / saiatnova - samotkhidan gamosuli vardi khar


10:34 AM
საიათნოვა - სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ / saiatnova - samotkhidan gamosuli vardi khar


სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ!
მუდამ თან გიდევნო სუფრის მაზათა,
ტანადობით ალვა განაზარდი ხარ,
ალვის ხეო, რამ გაგხადა ვაზათა!
ნეტავი რა უყო, რა მოვიგონო,
მე შენი ზიანი არ გავიგონო,
როდის მობრძანდები, ჩემო ბატონო,
ფეხქვეშ გაგეშალო ფიანდაზათა.
როდის გნახამ თვალი-იაგუნდითა.
წარბები შეგეღებოს სურმა-გუნდითა?
ალმასის ჯიღა ხარ ოქროს ბუდითა,
სირმა ვერცხლი მოგიხდება რაზათა!
ხოხობივით დაგლოლავდე ველშია,
ბროლის ჩაფი დაგეჭიროს ხელშია.
ნაქები ხარ შენ სუყველაფერშია,
შევარდენო რამ გაქცია ბაზათა!?
ვიწვი ეშხისაგან, ალი არა მაქვს,
ნებით გეხვეწები, ძალი არა მაქვს,
საიათნოვა ამბობს - ბრალი არა მაქვს,
ნუღარ დამწვამ, ეს მეყოფა ჯაზათა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1135 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0