Загрузка...
საიათნოვა - სამართალი მიყავ / saiatnova - samartali mikav - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - სამართალი მიყავ / saiatnova - samartali mikav


10:35 AM
საიათნოვა - სამართალი მიყავ / saiatnova - samartali mikav


სამართალი მიყავ, ხელმწიფე ხარო,
მთელი საქართველოს გულისა ხარო!
ზოგი მეუბნება: შენ მაჩა ხარო...
ზოგიც უმატებს: მყრალი ჭა ხარო!
შეგიძლიან გამიწყრე თუ მახარო!
არ მყავს მეუღლე, არცა მძახალი,
მე გლეხი ვარ მიწაზე დასახალი!
მეჯლისს ზმა მოუნდა ახალახალი...
ვის წინაც გავცარე გულის ხახალი,
ყველამ მითხრა: ურგებელი მთა ხარო!
ხელმწიფეს ვეახელ უცხოდ მორთული,
საზი ხელთ მეჭირა მე გამართული!
მათასავით დამაბრუნეს დართული!..
ნეტამც არ შემეტყო მე ის ქართული! -
წადი, ჭუჭყიანი ხალიჩა ხარო!..
ნათქვამია: ერთხელ მთა მთას ეცემა,
ღვთის ნებაა წყალობისა გაცემა!
შენის ხელით იყოს ჩემი გაცემა...
ნეტა არ გაგეგდე, კარგად გეცემა, -
ჩემი სულიერი დედმამა ხარო!
თუ გინდ დამიმტვრიონ წიბო-გვერდები, -
ცოცხალი თავით ვერ მოგშორდები!
თუ მტკვარი ვერ მომსპობს - ზღვას ჩავარდები...
ენით მოიმატე შენი დარდები -
საიათნოვავ, ნაღველისთვინ მზა ხარო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1284 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსები, პოეზია, poeziis saiti, leqsebi, leksi, poeziis portali, leqsi, leqsebis saiti, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0