Загрузка...
ლაშა მარგიანი – პირველი ის იყო, რომ წვიმა მოვიდა ... / lasha margiani - pirveli is iko, rom tscvima movida - 30 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 30 » ლაშა მარგიანი – პირველი ის იყო, რომ წვიმა მოვიდა ... / lasha margiani - pirveli is iko, rom tscvima movida


1:18 PM
ლაშა მარგიანი – პირველი ის იყო, რომ წვიმა მოვიდა ... / lasha margiani - pirveli is iko, rom tscvima movida
პირველი ის იყო,
რომ
წვიმა მოვიდა,
მერე
მე
ადგომა
და
წასვლა მომინდა,
წავედი
და
ზურგი ვაქციე ცხოვრებას
და
ნაფეხურები დავტოვე ტალახში,
სხვაგვარად იმათგან,
ვინც
თეთრ თოვლს ელოდა,
ქალაქში
რომელშიც
დღისითაც ბნელოდა.

ჰო,
ახლაც ასეა
და
არაფერი არ იცვლება გარდა ნათურის,
რომელიც
გადაიწვა,
პოეზია ვერ ერევა ცხოვრებას,
პოეზიით სიკვდილს ამარცხებენ,
მე ვყვირი,
ანუ ამოვვარდი
ბაბუაწვერებით დაფარულ მინდორში ჩამდგარი ქარივით
და
ვამბობ,
გავარტყი ყველა მედროვე პოეტს
და
უკანალის ქამელეონებს,
გავარტყი მათ,
ვინც
ჩემი ლექსებით კერავენ გოგონებს,
ყველა ჩსაფრებულ ვირთხას,
გულში
რომ
შეიყვან
და
იქაც ეძებენ სოროებს,
გავარტყი მათ,
ვინც
მარხვას არღვევს
და
იცავს ცენზურას,
ფეხებზე მკიდია პირფერი ყორნების ლამაზი ჩხავილი
და
გენიოსების ნახმარი ეპოქა,
თავისუფლებაზე შეყვარებული მონათმფლობელები
და
უნებლიე ცოდვილები.
მე ვფიქრობ მთებზე,
როგორც
ჩემი სულის ნაწილზე
და
იქაც წავალ,
თვითონ მივაგნებ,
ბალახებს,
ხეებს,
მდინარეებს,
კენჭებს,
ყვავილებს,
რომლებიც
არცერთ ადამიანს არ აღმერთებენ
და
ვდგები რიგში,
იმათ რიგში,
ვისაც ურიგოდ გაატარებს მალე სიცოცხლე,
ანუ
მომიშვა ტკივილისგან მოხრილმა ზეცამ,
ყველა ოცნება დამშეული ნაგაზებივით.

ბარი-ბარში ვართ.

ნუ წამომყვები მეგობარო,
დიდი ხანია გზას ავცდი.

... ... ... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3210 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლაშა მარგიანის პოეზია, lasha margianis leqsebi, lasha margianis poezia, ლაშა მარგიანის ლექსები, პოეზია, lasha margiani, leqsebi, ლაშა მარგიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 Garda uvali  
0 Spam
Nikoloz totogashvilis megobari ara?
Ase maxsovs,
totogashvilis leqshi ar iyo Lasha margiani?
Sainteresod wert megobrebi..kargad,
lamazad da grdznobit.. happy

1 marikuna  
0 Spam
miyvars sheni poezia
da
saeartod miyvarxar laaash! smile

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0