Загрузка...
ლაშა მარგიანი – მე ვიდექი ფანჯრებთან და სიგარეტს ვეწეოდი ... / lasha margiani - me videqi fanjarastan da sigarets vetseodi ... - 30 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 30 » ლაშა მარგიანი – მე ვიდექი ფანჯრებთან და სიგარეტს ვეწეოდი ... / lasha margiani - me videqi fanjarastan da sigarets vetseodi ...


1:20 PM
ლაშა მარგიანი – მე ვიდექი ფანჯრებთან და სიგარეტს ვეწეოდი ... / lasha margiani - me videqi fanjarastan da sigarets vetseodi ...
მე ვიდექი ფანჯრებთან
და
სიგარეტს ვეწეოდი.

ათასი ღამე თენდებოდა ერთ ქალაქში,
კიდევ უფრო მეტს ათევდნენ,
ზოგი ოთახში ტახტზე ტანსაცმლით მიგდებული,
ფიქრის თავიც
რომ
აღარ შერჩა,
ზოგი სახურავზე კიდესთან მდგარი,
მატარებლის ჩამოვლას
რომ
ელოდა,
მავთულების რელსებზე
გაუქმებულ ანტენებთან ერთად,
ზოგი ქუჩაში
გზას ბორდიურივით ადევნებული,
ყვირილი
რომ
უნდა
და
ახველებს,
ზოგი საავადმყოფოში მორიგე იყო,
ზოგი ტაძრის ეზოში ქრისტეს ეძებდა,
ზოგი დაბადების დღე იყო,
ზოგი შიმშილი,
ზოგი სიცივე,
ზოგი ბორდელში კლიენტს ელოდა,
ზოგი ფსიქიატრიულში მიყჰავდათ,
ზოგი დაიჭირეს,
ზოგი დაწერეს,
ზოგი დახატეს,
ზოგი იოცნებეს,
ზოგი თვალები იყო,
ზოგი ხელები იყო,
ზოგი გული,
ზოგი რა,
ზოგი როგორ,
ზოგი რისთვის,
ზოგი ვისთან,
მაგრამ
არავინ ათევდა,
საფლავში ღამეს
იმ იმედით
რომ
დილით ცოცხალი იქნებოდა
და
ჩვენ დავხეტიალობდით წარსულის სიზმრებში
ძილგატეხილი მკვდრები.

... ... ... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1429 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლაშა მარგიანის პოეზია, lasha margianis leqsebi, lasha margianis poezia, ლაშა მარგიანის ლექსები, პოეზია, lasha margiani, leqsebi, ლაშა მარგიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Garda uvali  
0 Spam
Dzalian momwons.. happy

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0