Загрузка...
ლაშა მარგიანი – თქვენ არ იყავით, არცერთი იყავით, არავინ იყავით, მაშინ როცა ... / lasha margiani - tqven ar ikavit, arcerti ikavit ... - 30 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 30 » ლაშა მარგიანი – თქვენ არ იყავით, არცერთი იყავით, არავინ იყავით, მაშინ როცა ... / lasha margiani - tqven ar ikavit, arcerti ikavit ...


1:24 PM
ლაშა მარგიანი – თქვენ არ იყავით, არცერთი იყავით, არავინ იყავით, მაშინ როცა ... / lasha margiani - tqven ar ikavit, arcerti ikavit ...
თქვენ არ იყავით,
არცერთი იყავით,
არავინ იყავით,
მაშინ
როცა
მე
ამ ლექსებს ვწერდი,
როცა
ამ ლექსებს ვკითხულობდი,
როცა
ამ ლექსებს ვხევდი
და
დედაჩემი
დამსკდარი თითებით ბრუნდებოდა სამსხურიდან
და
შარავანდედი
თავზე
კი
არა,
დახეთქილ ხელებზე ეხვია გარს
და
საზღვარგარეთ მყოფ მამაჩემს უნათებდა გზას,
როცა
თენება დღეებს სჭირდებოდათ
და
ღამეები ძილზე გრძელი
და
სიზმრებზე მოკლე იყო,
მაშინ
საკუთარ თავსაც სხვაგვარი ხმა ჰქონდა,
ხმაწართმეული მათხოვრის ფეხებთან
დაგდებულ აბრაზე ამოხრულ სიტყვების,
რომ
დამეხმარეთ,
გთხოვთ
დამეხმარეთ
და
იმედები გვერდს მივლიდნენ გამვლელებივით,
საკუთარ თავებს აიმედებნენ,
რომ
ბოლოს მოკვდებოდნენ,
რომ
ეს ბოლო არ დადგებოდა
და
მე
ვხედავდი,
როგორ
კვდებოდნენ
და
მე
ვამბობდი,
რომ
ყველა არა ვარ
და
ყველა ამას იმეორებდა,
სანამ
ცხოვრებამ სათითაოდ არ გამოგვღადრა,
ყველი,
მაჯები,
თვალები,
გულები
და
ბოლოს
მივხვდი,
რომ
ხანდახან ყველა უნდა ვყოფილიყავი,
ყველაზე მეტიც,
ყველაზე მეტად
და
გადავრჩებოდი,
ან
გადავარჩენდი
ვინმეს
ან
რამეს
და
ახლა შეშლილის პერანგი მაცვია
და
თქვენს წინ ვდგავარ,
მთელი ჩემი უბრალოებით,
ჰო
იმ შეშლილის,
რომელიც
იმაზე
მალე წავიდა ამ ქვეყნიდან,
ვიდრე
თვითონ უნდოდა
და
ეს პერანგი,
ამ
სამყაროს
ყველა
შედევრს მირჩევნია.

რომ
ვენახე,
მეტყოდა - დიდი გაქვს.

აცხოვნე ღმერთო,
ჩემი
სულის
ყველა
ოცნება.

რა
ვქნა,
რომ
იმაზე
არ
სწუხან,
რასაც
თვითონ
არ
ჩაიდენენ
ადამიანები.

თვენ არ იყავით,
ახლა
თქვენ ხართ
და
მე
არსად ვჩანვარ.

... ... ... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2146 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლაშა მარგიანის პოეზია, lasha margianis leqsebi, lasha margianis poezia, ლაშა მარგიანის ლექსები, პოეზია, lasha margiani, leqsebi, ლაშა მარგიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0