Загрузка...
ლაშა მარგიანი – წითელი პარასკევი / lasha margiani - tsciteli paraskevi - 30 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:30 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 30 » ლაშა მარგიანი – წითელი პარასკევი / lasha margiani - tsciteli paraskevi


1:29 PM
ლაშა მარგიანი – წითელი პარასკევი / lasha margiani - tsciteli paraskevi
ღამეა.
ახლაც იმ ცარიელ ადგილას ვდგავარ,
რომელიც ასე არაფრით და უბრალოდ მიყვარს
და ვეძებ ღია ფანჯრებიდან ოთახის მთვარ
გასასვლელს გარეთ, მერე თუნდაც ოცნებებს მიყვე,
არა აქვს აზრი, რადგან ახლა პარასკევია
და წითელია ჩემს გარშემო მთელი სამყარო
და რადგან არ წვიმს და წვეთები არ ასკდებიან
მინებს, რაფაზე ეს ხელები ისე დავყარე,
თითქოს მაჯები გავუმზადე ჩიტებს საკენკად,
თუმცა ვენებშიც აღარ დამრჩა სისხლის ნამცეცი,
რომ კიდევ ერთხელ გავგიჟდე და ცოტა გავრეკო
რომ ტკივილს დავხვდე ტკივილით და არსად გავექცე,
მით უფრო ვიცი, რომ ჩიტებიც არასდროს მოვლენ,
თავისი ფეხით. საკენკისთვის მოფრინდებიან,
მე კი დავხვდები გარდაცვლილი და როგორც თოვლი
ჩამოვიყრები ამ ფანჯრების სველი ფრთებიდან
და მიწა გამსვრის, ამაორთქლებს ბოლო ფიფქამდე,
შენს ნათითურებს ამობურცავს ვიღაცის ორთქლი,
იმ ხელისგულზე სადაც ადრე თვითონ მიმყავდი
და ახლაც ვამბობ და მანამდეც ათასჯერ ხომ ვთქვი,
რომ ზეცაც ისე პატარაა ვარსკვალვებს დათვლი,
რომ ღმერთიც ისე ყველგან არის ვეღარ პოულობ,
რომ თუ კი ძილი დაგავიწყდა უთუოდ ჩაგთვლემს,
რომ კაცს არ ძალუძს საკუთარ თავს გული მოულბოს.
ახლა, ვიღაცა ამ ღამესაც ლოცვით აყრუებს,
განა იმიტომ რომ წითელი პარასკევია,
უბრალოდ ღმერთი ეცოდება ჯვარზე გაკრული
და მის იარებს აშუშებს და ფარავს ქვევიდან,
რომ ღმერთსაც ყავდა სიკვდილამდე ეშმაკი გვერდით,
თუმცა არასდროს დაცემულა და იდგა ფეხზე,
რა ვქნა, მე უკვე ოთხი ღერი მოვწიე, ვენდე . . .
ზედიზედ, სხვამ კი შეიძლება მეძავი იხსნა,
ან ავაზაკი, ან ვიღაცა განსაცდელისგან
და თუ ჩემს გულში ხეტიალი შეწყვიტა სისხლმა,
უფალი დაღვრის გოლგოთამდე ამ სისხლს მთელი გზა
და მე თუ მხრებზე საკუთარი ცოდვა შევისხი
შენ არ დანებდე ყველაფერი სიკეთე წინ გაქვს,
მალე ისრები დაამტვრევენ საათის ჩარჩოს,
ახლა ღამეა და მჯერა რომ საათის წიკ-წაკს
არავინ უსმენს და რომ ყველა დროს ძილში ახრჩობს
და რადგან არ წვიმს და წვეთები არ ასკდებიან
მინებს, რაფაზე ეს ხელები ისე დავყარე,
თითქოს მაჯები გავუმზადე ჩიტებს საკენკად,
თუმცა ვენებში აღარ დამრჩა სისხლის ნამცეცი

... ... ... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1925 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლაშა მარგიანის პოეზია, lasha margianis leqsebi, lasha margianis poezia, ლაშა მარგიანის ლექსები, პოეზია, lasha margiani, leqsebi, ლაშა მარგიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0