Загрузка...
ავთანდილ გაფრინდაშვილი - ისე მომენატრე, ისე! / avtandil gafrindashvili - ise momenatre, ise! - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ავთანდილ გაფრინდაშვილი - ისე მომენატრე, ისე! / avtandil gafrindashvili - ise momenatre, ise!


10:21 AM
ავთანდილ გაფრინდაშვილი - ისე მომენატრე, ისე! / avtandil gafrindashvili - ise momenatre, ise!


ისე მომენატრე, ისე!
ახლა გახსენება მიჭირს,
როდის წაგიყვანა ტყისკენ
ერთმა უდარდელმა ბიჭმა.
როდის დაგიკრიფა შინდი
ერთი გაღიმების ფასად.
ისევ იმნაირად გშვენის
მწიფე შინდისფერი კაბა,
თუ დრო ყოველივეს აქრობს,
რაიც კარგია და გვიყვარს,
რათა ფასი ჰქონდეს უფრო,
როგორც აუხდენელ სიზმარს...
ვხედავ – ნაკვალევი ჩვენი
ბილიკს კურდღელივით მისდევს,
მინდა გაგახსენო, ელი,
იმ დღეს ჩვენ დავარქვით ტყის დღე.
ახლა, ამდენი ხნის გავლამ
ისევ მომანატრა ის დღე.
გნახო – ვიტირებდი ალბათ,
ისე მომენატრე, ისე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1054 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0