მთავარი » 2015»ოქტომბერი»8 » ბათუ დანელია - ხელჩანთიანი / batu danelia - khelchantiani
10:27 AM
ბათუ დანელია - ხელჩანთიანი / batu danelia - khelchantiani
პოეტს ხელჩანთა ყველგან, ყოველთვის უჩანდა, როგორც კუდი კომეტის... – უიმხელჩანთოდ ვერსად პოვებდით, თითქოს იქ ედო სიმყუდროვეთი, რითაც თავს გრძნობდა ღმერთის ელჩადაც, თითქოს ეგონა, რომ არ ხელჩანთა, არ იქნებოდა დიდი პოეტი...
ხელჩანთიანი, ჰგავდა კაი ტიპს, აღმომჩენელი წამთა ტაიტის... დასცქერდა ფოთლებს – ქარის სლაიდებს, დრო იმის ცოდვებს მაინც დაიდებს... ის კი, ლოდებზეც ლოცვას ტოვებდა და თავის თავის მოსაპოვებლად მიისწრაფვოდა, ვით არსაითკენ...
სისხლს მისერავდა ჟამის კარეტა, ჟამს არ ესმოდა ჩქამიც გარედან... ხოლო ჯალათთა ღია კარებთან, როგორც მძებნელი სიანკარეთა – ეშაფოტის და გილიოტინის შეშლილ ნაფოტებს გალაკტიონი სწორედ ხელჩანთით დაატარებდა...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..