Загрузка...
ბათუ დანელია - წერილი მარგარეტს ფსიქიატრიულიდან / batu danelia - tserili margarets fsiqiatriulidan - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - წერილი მარგარეტს ფსიქიატრიულიდან / batu danelia - tserili margarets fsiqiatriulidan


10:31 AM
ბათუ დანელია - წერილი მარგარეტს ფსიქიატრიულიდან / batu danelia - tserili margarets fsiqiatriulidan
ჩემსავით ჩაგრულო, უცნობო მარგარეტ,
მომწერე ჩელსიდან, რომიდან, პრაღიდან…
მეც, როცა სიგიჟე მომივლის, ვხარხარებ
და მჯერა, რომ ჩემში სამყარო აყვირდა.

ცუდი რამ სრულებით არაა სიგიჟე -
ის, ზოგჯერ, მოუვლის მოცარტებს, ნიკიშებს…
ხიდიდან დაგიშვებს, კოცონთან მიგიშვებს,
ან შიშვლად გატარებს ჭკვიანთა ხრიგინში.

ფანჯრიდან – ყვავილებს მიცინებს გარგარი.
ჭერიდან – ჩამომდის ნაკადი გველებად.
შენ როგორ განიცდი, რასა გრძნობ, მარგარეტ,
როცა ცას ღრუბლებში უტყდება ხველება.

მომწყინდა ამდენი კაფსული, აბი და,
ნეტავი, ვეღირსო სიცოცხლის ეპილოგს!
მსურს ჩემი ექიმი გავიდეს კაბიდან -
ამაზე მირტყამს და დამძახის: “დებილო!”

ქცევით და მოპყრობით მაბრაზებს ექთანიც,
ათივე თითი რომ მოუჩანს ნემსებად…
ჭკვიანის ხალათს გიჟ ტანთ იცვამს – ეგ ტანი
სულ ნაკლულ ბოთლს უგავს და უნდა შევსება.

შენ უნდა გესტუმრო, გეფერო, გაგათბო -
ის სითბო სიკვდილის ბოლომდე გეყოფა.
ჭკვიანებს აშინებთ სიგიჟე – მაგათ ხომ
არ უწყით, თუ გრძნობის რას ნიშნავს შეფობა…

მარგარეტ, ძვირფასო, უცნობო მარგარეტ,
არ მცნობ და რატომღაც მგონია – ვერ მიტან
და, მაინც, ვიდრე ამ კედლებში ვხარხარებ,
მომწერე რიგიდან, ოსლოდან, ბერნიდან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 899 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0