Загрузка...
ბათუ დანელია - წწარწერა დოქზე / batu danelia - tsartscera doqze - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - წწარწერა დოქზე / batu danelia - tsartscera doqze


10:32 AM
ბათუ დანელია - წწარწერა დოქზე / batu danelia - tsartscera doqze
დოქი იდგა მაგიდაზე, ჭიქა იდო დოქთან
და მუცელზე დოქს ეწერა: `ყველაფერი მოკვდა~.
გამაკვირვა, მაგრამ მერე დამაფიქრა მე მან:
იქნებ მოკვდა სიყვარული, სისადავე, კდემა!
იყო ხალხი: გრიალებდნენ აბედით და კვესით... –
თვითონ იყვნენ სახელმწიფოც, კანონიც და წესიც.
იყო ხალხი: ერთი გაკვრით მთას აქცევდნენ ღველფად.
ჩვენზე რაღას იტყვი, მტკვარო? შენ რას იტყვი, ელბა?

იყო ხალხი: მდინარეებს აბრუნებდნენ უკან...
გამოხედვის სხივს აქცევდნენ თვალისმომჭრელ შუქად.
დღეს სხვა დროა, დღეს ლაზერის სხივი ლოდებს აპობს.
დღეს არავინ მოუსმენდა ბონაპარტეს – ნაპოს...
მის განვლილ გზას დღეს რაკეტა ერთ-ორ წუთში გალევს.
დღეს არავინ არ მოუსმენს მაკედონელს – ალეს.
არც კეისარს – იულიუსს, არც ხმელნიცკის – ბოგდანს.
ნუთუ მართლა ყველაფერი დაეცა და მოკვდა!

ძალიან მშურს იოგების, კიდევ უფრო – მოგვთა:
სულ ერთია მათთვის, კაცი სულდგმულობს თუ მოკვდა.
რა კარგია სუფრის გაშლა დედაჩემის ქოხთან,
მაგრამ რისთვის ვილხინო, თუ – ყველაფერი მოკვდა!
და შენს განსხვავებულობას! და შენს იერს, კოხტას,
რა ფასი აქვს, თუკი ცისქვეშ ყველაფერი მოკვდა!
დოქი იდგა მაგიდაზე, ჭიქა იდო დოქთან
და მუცელზე დოქს ეწერა: `ყველაფერი მოკვდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 983 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0