მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - ცა წყაროს პეშვიდან / batu danelia - ca tsckaros peshvidan
10:34 AM ბათუ დანელია - ცა წყაროს პეშვიდან / batu danelia - ca tsckaros peshvidan
|
როცა გზას გულად უცემს ბავშვები, ან როცა ვხედავ ამაყ თრიალეთს _ ტანში დამივლის უცებ სამშობლო, გამაჟრჟოლებს და გამაჟრიალებს,
თითქოს სულეთის ზეცა მეხუროს და სულს სამოთხის ბაღში ვაწობდე, სადაც ანათებს ღვთის ნაფეხური და ვერ ჩააქრობს დრო ვერასოდეს
და ანგელოზიც თითქოს მისმენდეს სიმღერით მცურავს ზეცის რძეში და... სინამდვილეში აქ ვარ ისევე, მიწა ცას მასმევს წყაროს პეშვიდან...
და როცა სულზე ვარდის ნამივით გადვივლებ ნეტარ წამთა ციალებს _ უცებ სამშობლო ტანში დამივლის, გამაჟრჟოლებს და გამაჟრიალებს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 996 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|