Загрузка...
ბათუ დანელია - ჩიტი ჭადარზე / batu danelia - chiti chadarze - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - ჩიტი ჭადარზე / batu danelia - chiti chadarze


10:35 AM
ბათუ დანელია - ჩიტი ჭადარზე / batu danelia - chiti chadarze
სკვერში ჩემ წინ დაჯდა პატრული,
მისმა მზერამ ყველა გატრუნა,
მე კი ფიქრიც მიყვარს მხატვრული
და ეს, მგონი, იცის პატრულმა.

სკვერში სხედან, დგანან, დადიან,
თვლიან ხეებს, სკამებს, ჩიტებსაც,
ისმის ჰანგი, მღერის მატიე,
მე კი ფიქრი სულშიც მიდევს და

თავში ხტიან რაღაც რიცხვები,
თავზე, თითქოს, ვიდგამ ჯიხურებს,
თითქოს ცირკი ვარ და ვიწყები
და წინ მჯდომი შიშით მიყურებს.

სკვერში ფიქრი უდრის კათარსისს,
როცა ყოფნა გაცლის არაქათს…
ერთი ჩიტი ცეკვავს ჭადარზე
და მე ვშიშობ – რამე არა ქნას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 947 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0