Загрузка...
ბათუ დანელია - შინ და გარეთ / batu danelia - shin da garet - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - შინ და გარეთ / batu danelia - shin da garet


10:37 AM
ბათუ დანელია - შინ და გარეთ / batu danelia - shin da garet
ოთახთა უდაბნო, შავი ზღვა აბაზანის -
შენია, ვერავინ წაგართმევს ვერასოდეს.
აქ განვლე-გამოვლე რომიც და ტრაპიზონიც,
აქ ყოველ კუთხეში სტროფები ტერასობენ.

დაჯექ და უსმინე “რეკვიემს”, “ტანგეიზერს”,
ან თარგმნე ბლოკი ან ბროდსკი ან ჰოფმანსტალი,
ან როლი მოირგე – ხან მონის, ხან კეისრის,
მათ გატკბონ სამოთხის ბაღნარში ყოფნასავით.

შინ გინდა იყავი კარუზოც, კუროსავაც -
შინ ყველა – ჭერის და კედლების ზიარია,
გარეთ კი, მაშინვე, ყურებში უროსავით
მოგხვდება ულმობელ ცხოვრების რია-რია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 941 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0