Загрузка...
ბათუ დანელია - შაშვისადმი / batu danelia - shashvisadmi - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - შაშვისადმი / batu danelia - shashvisadmi


10:39 AM
ბათუ დანელია - შაშვისადმი / batu danelia - shashvisadmi
უცებ ვარჩევ, ხმათაგან, შენს უბადლო დისკანტს,
თითქოს აწობ, ბადაგით სავსე კასრში, ნისკარტს
და კი არ სვამ, არამედ აქცევ უტკბეს ჰანგად,
შევატოვე ვარამი ქაღალდსა და ფანქარს,
მივატოვე გვრინი და დავადარე ფენიქსს...
გამოვედი შინიდან, სმენას მივეყრდენი
და გისმენ და შენ თითქოს უკრავ ღმერთის არღანს,
სუროიან, ერთ დიდრონ ტოტზე ჩამომჯდარხარ
და მუსიკის კალოდან გულს სცემ უმოწყალოდ
და გალობ და გალობ და ყველა ნერვით გალობ,
და, გალობის ჯადოქარს, როცა გიგდებ ყურს მე,
როგორღაც და რატომღაც მაძრობ დარდის ლურსმნებს.
გისმენ მთელი არსებით, სუროების ჰენდელს...
მე კი არა, მარსელიც უნდა შენ გისმენდეს...
შენ რომ ჩაახუჭუჭებ, ჩემი ძვალიც გისმენს
და ვღვრი, თვალდახუჭული, სულის აპლოდისმენტს.
ქვეყნად მიტომ მოხვედი, ჰფენდე ჰანგთა დროშებს,
ლამის ეს ჯოჯოხეთი გაასამოთხო შენ...
მელოდიის ლხენა ხარ, ჰარმონიის საშო,
ღვთიურ ხმების ვენახად გაჩენილო შაშვო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1025 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0