Загрузка...
ბათუ დანელია - ქალაქური წვიმა / batu danelia - qalaquri tscvima - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - ქალაქური წვიმა / batu danelia - qalaquri tscvima


10:41 AM
ბათუ დანელია - ქალაქური წვიმა / batu danelia - qalaquri tscvima
წვიმს ქალაქში, ქალაქურად წვიმს,..
სკვერს კითხულობს წვიმა, როგორც გაზეთს...
ჩვენ გვერდიგვერდ მივაბიჯებთ გზაზე,
მე მას ვუსმენ, როგორც ღმერთის ჰიმნს;
ის კი – წვიმს!

წვიმს – ცა წურავს ღრუბლებისგან წვენს,
მე ვჩერდები ერთ მოწყენილ სახლთან...
საფიქრალი არასოდეს მაკლდა,
ეს წვიმა კი, როგორც ძვირფას ძღვენს,
საფიქრალსაც მძენს.

წვიმს ქალაქში, ისევ ისე წვიმს,
რაც კი იცის, აღარაფერს მალავს:
დარდით დაღლილ და ფიქრიან ქალაქს
ყელზე ჰკიდებს თავის ურიცხვ მძივს...
წვიმს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 953 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0