Загрузка...
ბათუ დანელია - ფოთლები და დღეები / batu danelia - fotlebi da dgheebi - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - ფოთლები და დღეები / batu danelia - fotlebi da dgheebi


10:43 AM
ბათუ დანელია - ფოთლები და დღეები / batu danelia - fotlebi da dgheebi
ხეები მიოცებენ ცხოვრებას ქაცვიანს:
საზამთროდ შიშვლდებიან, ზაფხულში აცვიათ...
და გავცქერ შემოდგომის ხეივნებს მელოტებს...
– ფოთთლებმა მიგატოვეს? არასდროს ელოდე! –
ბერმუხა გადასძახებს მზეჭაბუკ ჭადარს და
ალვაც ჰგავს სანახევროდ განძარცულ პატარძალს,
ფოთლებმა უღალატეს ხეებს და ბუჩქებს და
მათ ტოტებს ეს ფოთლები სისხლივით უჩქეფდათ
და, უცებ მიატოვეს... და განზე გადგა ცაც...
მოდიან, მიილტვიან ფოთლები სადღაცა,
მიდიან, შორდებიან ქონდაქარ ნოემბერს,
დროებით მოსულები, მუდმივად გვტოვებენ,
არავინ ემუქრებათ, არავინ მიდენით
და მაინც მიილტვიან ფოთლები ყვითელი,
თითქოსდა იზიდავდეთ მაგნიტი მკვდარი ცის –
არც ქარი, არც ნიავი... ღრუბელიც არ იძვრის
და მაინც მიილტვიან, მიდიან თავიანთ
არყოფნის სახლებისკენ და უხმოდ ხავიან
და ჰგვანან დაფხრეწილი დროშების ნაჭერებს...
მიდიან ფეხაკრეფით, ვერაფრით ვაჩერებ,
დავიჭერ რამდენიმეს, მგონია ვშველი და
ყვითელ წყლად მეღვრებიან, როგორღაც, ხელიდან...
წყალი თუ შემოხვდებათ, მაშინვე ხიდიან
ადგილებს იპოვნიან... და ისევ მიდიან,
მიდიან არსებობის უმწარეს ნაღვლებად... –
ადვილად მოახერხეს ხეების გაყვლეფა...
და თითქოს მოუთმენლად და თანაც მოთმენით,
ბავშვების სულებივით მიდიან ფოთლები...
დღეებიც, ფოთლებივით, წვითა და დაგვითა,
მიფრენენ, მიილტვიან, მიდიან აქიდან...
დღეებიც, სიზმარიან-ცხადიან-მითიან,
მიდიან – წუთისოფლის ფოთლებად მიდიან! –
ჩვენ მათგან ვერასოდეს მივიღებთ მესიჯებს –
სიცოცხლე სიშორიდან ერთადერთ დღეს იჭერს!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 987 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0