Загрузка...
ბათუ დანელია - ფართო სტრიქონი / batu danelia - farto striqoni - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - ფართო სტრიქონი / batu danelia - farto striqoni


10:45 AM
ბათუ დანელია - ფართო სტრიქონი / batu danelia - farto striqoni
სტრიქონი, ზოგჯერ გამომდის ისეთი ფართო,
რომ მინდა მხრებად ვატარო... დავრჩები მარტო
და თავს, სარკეში ყურებით, ბავშვით ვართობ.
მაშინ გახედვაც კი ძალმიძს ჩემსავ თავიდან,
როგორც ფანჯრიდან, რომ ვნახო სხვათა ხვავი და
ჩემი – ყველაზე უხვი და მდიდარი დარდი,
რომელიც დიდი ხანია ჩემგან წავიდა...

მე ფართო სტრიქონს საზომად ვიყენებ კიდეც,
თან იმ მანძილის საზომად, რომელიც მიდევს
წინ გასასვლელად, არადა, გადამფრენ ჩიტებს
არ ძალუძთ მისი გალევა... განიერ სტრიქონს
გულიც, სიღრმეთა საზომად, თითივით იყოფს
ჭრილობებში და... ლამაზი ქალებიც რიდედ
მთხოვენ მას მზეზე და ვაზიც მასა მთხოვს ჭიგოდ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 985 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0