Загрузка...
ბათუ დანელია - უტკივილობა / batu danelia - utkiviloba - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - უტკივილობა / batu danelia - utkiviloba


10:48 AM
ბათუ დანელია - უტკივილობა / batu danelia - utkiviloba
როცა არ გტკივა, იტკინო უნდა რაიმე,
რომ გაჭირვების მთავარი სიტყვა «ვაიმე»
არ დაივიწყო და უფალს უთხრა: «აიმე
ისევ შენი ვარ!» _ არ უნდა უმტრო სატკივარს,
კარგია, თუ დროს ტკივილის ბეჭდად ატყვიხარ
და სიკვდილსა და სიცოცხლეს ისევ ყაიმით
ამთავრებინებ თამაშს და ისევ მარტივად

სწყვეტ საქმეს, რაიც რთულია
თურმე სხვათათვის,
ვისი სიზმარიც ვერასდროს აღწევს ცხადამდის,
ხსოვნა _ დღე-ღამის საზღვარსაც
ვეღარ გადადის...
ამიტომ უნდა იტკინო კაცმა რაღაცა,
თუ ჯანმრთელი ხარ ქვასავით, თორემ ფაფასაც
ვერ ჭამ ადვილად, როდესაც ზოგ-ზოგს ათ-ათი
ჭრილობა უჩანს და შველას ელის აღარსად...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 958 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0