Загрузка...
ბათუ დანელია - სოფლური დაღამების გახსენება / batu danelia - sofluri daghamebis gakhseneba - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - სოფლური დაღამების გახსენება / batu danelia - sofluri daghamebis gakhseneba


10:51 AM
ბათუ დანელია - სოფლური დაღამების გახსენება / batu danelia - sofluri daghamebis gakhseneba
ცამ მზის ჩასვლისას დასცხო უცებ და
წვიმას სხეული წითელი ჰქონდა,
თითქოსდა ჩიტებს ანაკუწებდნენ...
შორს კი ისმოდა ძახილი: `ლონდა~.

საღამო იყო აფრასებური
და ცაში ღრუბელს არწევდა ბონდად,
ღრუბელი ჩანდა გაბრაზებული,
შორს კი ისმოდა ძახილი: `ლონდა~.

მე არ მახსოვდა, ასეთი თბილი
სახელი ერქვა ვის დედას, ვის დას.
და ბანაობდა წვიმაში ხილი
და ხეთა ტანგო გადიქცა ტვისტად...

მერე დაღამდა და წვიმაც დაცხრა,
გზა გულზე, თითქოს სიმად გამება,
მაგრამ არ ვიცი, დღეს ასე მკაცრად
რად მახსენებდა ის დაღამება?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 961 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0