Загрузка...
ბათუ დანელია - სიყვარულის კბილი / batu danelia - siyvarulis kbili - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-05-02, 5:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - სიყვარულის კბილი / batu danelia - siyvarulis kbili


10:54 AM
ბათუ დანელია - სიყვარულის კბილი / batu danelia - siyvarulis kbili
მეზობლის გოგოს
სიყვარულის კბილი ასტკივდა და ტირის.
მშობლები იმაზე სწუხან, ამოუღონ თუ არა.
სიბრძნის კბილი რომ ასტკიებოდა,
არ იტირებდა მეზობლის გოგო
და არც მშობლები იფიქრებდნენ
მის ამოღება-არამოღებაზე,
არადა, სიბრძნის კბილი კია ამოსაღები...
სიყვარულის კბილი კი – სიყვარულის კბილია,
მაგრამ რომელია ეს – სიყვარულის კბილი?!
როდის და რა ადგილას ამოდის –
წინ თუ უკან,
მარცხნივ თუ მარჯვნივ,
ზემოთ თუ ქვემოთ?! –
არავინ იცის – ამაზე ხელი
სტომატოლოგებს არ მიუწვდებათ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 890 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0