Загрузка...
ბათუ დანელია - სიყვარულის ზღვაში / batu danelia - siyvarulis zghvashi - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - სიყვარულის ზღვაში / batu danelia - siyvarulis zghvashi


10:58 AM
ბათუ დანელია - სიყვარულის ზღვაში / batu danelia - siyvarulis zghvashi
შენი მზესავით სიშიშვლის ბორცვოვან ფართობს
ასდის სურნელი დასაკრეფ მარწყვის და ქვიშნის.
ქალი და კაცი ასეთ დროს – არიან მარტო...
ჩქარა, გაშალე!.. – გაშალე აფრები ფართოდ! –
აფრების გაშლას, ამ ზღვაში, არავინ გიშლის.
აღელვებული ზღვა, ნავებს, ისევე გვამსხვრევს
და გვაბურთავებს ვნებათა ტალღების ზვავზე...
და არი შტორმი... და როგორც საათი ქვიშის,
ვართ ზევით-ქვევით, უხილავ სინათლით სავსე...

არაფერია, ამ ცისქვეშ, იმაზე კარგი,
როგრც ვნებათა დარჩენა პირისპირ შიშვლად
და, როგორც ჟამი – საკუთარ არსების კარგვის,
როცა ხელები გართულან ალერსის ქარგვით
და ერთმანეთში ერთმანეთს ჟრუანტლად ვნიშნავთ,
და სიყვარულის დროშები გაშლილან ისე,
როგორც მუსიკის წიაღში – მოცარტი, ბიზე...
და არ არსებობს არაფრის ზღვარი და მიჯნა,
ვიდრე სიამის შუბ-ისრებს ვისევთ და ვისევთ.

რაღაცა, ჩვენკენ, სინათლის გემივით, მოდის,
დაგვეჯახება და ზღვაში ჩაგვძირავს – ნავებს,
ზემოთ დარჩება მსხვრევის ხმა სხვადასხვა ნოტის
და ამოყვინთვას, ვინ იცის, შევიძლებთ როდის!
ისე ვართ, თითქოს მიწისძვრის ხელები გვძრავენ,
მაგრამ უვნებლად ვაწყდებით სიმშვიდის ქარაფს...
და გონზე მოსვლის სიმწარე, ნელ-ნელა, გვზარავს
და ზღვისგან ძლეულთ, ნაპირზე გაგვრიყავს ზღვავე,
იქ, სადაც ყრია სიცოცხლის ურიცხვი ტარა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1032 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0