Загрузка...
ბათუ დანელია - სიყვარულის ბიოგრაფია / batu danelia - sikvarulis biografia - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - სიყვარულის ბიოგრაფია / batu danelia - sikvarulis biografia


11:01 AM
ბათუ დანელია - სიყვარულის ბიოგრაფია / batu danelia - sikvarulis biografia
ისევე თუ ხარ იმ სილამაზის,
მე რომ დაგდევდი წითელკაბიანს!
შენი ტუჩები როგორ არ მახსოვს,
სადაც ბადაგი ამიხაპია,
ან, შენთან შერწყმის მხურვალ პარმაღზე
მე რომ მიჭერდა თმენის მაფია –
ესეც ხომ არის ბიოგრაფია!

შენთვის რომ მეძღვნა რამე ძვირფასი –
მითამაშია კარტიც, ყომარიც...
შენი გულისთვის, ოინბაზივით,
ბევრჯერ ყირაზეც ვიყავ მდგომარი...
სანაცვლოდ, შენი ალერსის გზაზე,
ვზიდე სიამის ოქრო ტომარით... –
ბიოგრაფია ესეც ხომ არი!

შენს თეთრ მინდორში შესულს, უეცრივ
ვნების ცხენები გამიქაფია
და გავხლართულვარ შენს ძუძუებში,
როგორც ბადეში ქარიყლაპია...
დავუწურივარ შეშლილ უძლევ ჟინს,
სად შენი შავი ცხვარი აბია... _
ესეც ხომ არი ბიოგრაფია!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1058 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0